16/01/2025
17:05
ტაბლოიდი
იმ სახლის მფლობელი, სადაც სერიალს „სექსი დიდ ქალაქში“ იღებდნენ, ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობის გაკეთებას ითხოვს, - იუწყება DailyMail-ი.
სახლი ნიუ იორკში, მანჰეტენის უბანში მდებარეობს და მრავალი წლის განმავლობაში ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილად რჩება. სერიალის გმირის, კერი ბრედშოუს სახლთან ფოტოსა და ვიდეოს გადასაღებად წლებია უამრავი ადამიანი დადის, რის გამოც სახლის მფლობელი ბარბარა ლორბერი ძალიან შეწუხებულია.
ქალი სახლს 1978 წლიდან ფლობს და აცხადებს, რომ წლებია კიბესთან ტურისტების ნაკადი არ წყდება, რის გამოც მუდმივად ხმაურში უწევს ცხოვრება.
„ისინი პოზირებენ, ცეკვავენ, წვებიან კიბეებზე, ძვრებიან მაღლა, რომ ფანჯრებში შემოიხედონ, ცდილობენ გააღონ მთავარი შემოსასვლელი კარი. გვიან ღამე კი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები კარზე რეკავენ“, - განაცხადა ლორბერმა.
ლორბერმა ქალაქის ღირსშესანიშნაობების დაცვის კომისიას მიმართა და მათგან ღობის აღმართვაზე თანხმობა მიიღო. ქალმა არქიტექტორიც დაიქირავა, რომელიც სპეციალურ კომისიასთან ერთად, სახლისთვის შესაფერის რკინის ჯებირის დიზაინს შექმნის.
მისი თქმით, ის 20 წელი უშედეგოდ ელოდებოდა, რომ მისი სახლის მიმართ ინტერესი ჩაქრებოდა და ტურისტებს სხვა ადგილის მიმართ გაუჩნდებოდათ იგივე გრძნობები, თუმცა ახლა ლორბერმა სახლის უფრო ძლიერი დაცვა გადაწყვიტა. მისი სახლის წინ უკვე გაჩნდა ნიშანი: „შემოსვლა აკრძალულია“, თუმცა ეს ტურისტებს სულაც არ აფრთხობს.
0
0