
"კერძო უმაღლესი სასწავლებლებისთის დაფინანსების შეწყვეტა და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებში ჩარიცხულთა 100 პროცენტით დაფინანსება არის ამ ხელისუფლების მორიგი დანაშაული", - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ახალგაზრდებს უკარგავენ განათლების მიღების არჩევანის თავისუფლებას, ყველას ერეკებიან სახელმწიფო სტრუქტურებში, დაბალი შემოსავლების მქონე ახალგაზრდებს იძულებულს ხდიან მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ განათლება.
რუსთავის და ქუთაისის გარეუბნებში 60 ათასი სტუდენტის ასევე სახელმწიფო სივრცეში გადაყვანა, რაზეც ერთი მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს, არის ივანიშვილ-რუხაძის ცემენტისა და “არმატურის” გაყიდვების გაზრდისა და “ოცნებასთან” დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესისათვის დამატებითი შეკვეთების მიცემის ( ისევე როგორც არბულ პროექტებში) და კორუფციის ნაცადი მექანიზმი. ეს “რეფორმა” ასევე ემსახურება ქალაქის ცენტრში მდებარე საუნივერსიტეტო კორპუსების ჩალისფასად ხელში ჩაგდების საქმეს.
0
0