20/09/2024
10:55
მსოფლიო
ამერიკის კენტუკის შტატში ოლქის შერიფმა სასამართლოს შენობაში საოლქო მოსამართლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
კენტუკის შტატის პოლიციამ განაცხადა, რომ ოლქის მოსამართლე კევინ მალინსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ლეტჩერის ოლქის სასამართლოში, რის შემდეგაც ოლქის შერიფი შონ სტაინსი დააკავეს.
43 წლის სტაინსს ბრალი მკვლელობაში ედება.
შტატის პოლიციამ განაცხადა, რომ 54 წლის მოსამართლე მალინსს კამათის დროს ესროლეს. პოლიციას არ განუმარტავს კამათის მიზეზი ან თავდამსხმელის მოტივი.
დანაშაული ქალაქ უაიტსბურგში მოხდა
მედიის ცნობით, შერიფ სტაინსი შემოვიდა მოსამართლის მოსაცდელ ოთახში და უთხრა სასამართლოს წარმომადგენლებს, რომ მოსამართლე მალინსთან პირადად სჭირდებოდა საუბარი.
სტაინსი და მალინსი შევიდნენ მოსამართლის კაბინეტში და კარი დახურეს, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაისმა.
შერიფ სტაინსი სასამართლოს ფოიეში ხელებაწეული გამოვიდა და პოლიციას ჩაბარდა.
სროლის დროს სასამართლოს შენობაში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათგან არავინ დაშავებულა.
0
0