
კენიაში ათობით ადამიანი დაიღუპა, როდესაც პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები ჩაახშო და ასევე 30 წლის დემონსტრანტს რექს მასაის სასიკვდილოდ ესროლა.
აღნიშნული მკვლელობების შემდეგ პოლიციისადმი კენიელების ნდობა კიდევ უფრო შემცირდა. პოლიციელებმა მომიტინგეების დასარბევად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
”უიარაღო ადამიანების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის ან თუნდაც რეზინის ტყვიების გამოყენება და არც პოლიციის მიმართ ძალადობრივად დაპირისპირება გამართლებული არ არის. ქვეყანაში პოლიციისთვის მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო არსებობს”, - განაცხადა უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის კენიის ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა ირუნგუ ჰაუტონმა.
BBC-ის ინფორმაციით, გამომძიებლები რექს მასაის მკვლელობის ფაქტს იძიებენ და მეტი მტკიცებულებების შეგროვებას ცდილობენ.
დაძაბულობის ფონზე კი საპროტესტო აქციების ახალი ტალღა იწყება.
ქვეყნის დედაქალაქ ნაირობის ცენტრში, საპროტესტო აქციები ფინანსური საკითხების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც ახალი გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026