კენიის სპეცრაზმმა ნაირობიში შეკრებილი მომიტინგეების მიმართ ცრემლსადენი გაზი და ქვები გამოიყენა. როგორც ცნობილია, საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი სასიკვდილო შეტაკებების შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პრეზიდენტ უილიამ რუტოს გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები დაიწყო.
ნაირობის ცენტრში, მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს ვაიაკის მთავარ გზას და ცენტრალურ ბიზნეს-უბანში პოლიციას ქვები ესროლეს. დედაქალაქის გარეთ, ასობით მომიტინგე შეიკრიბა კენიის სიდიდით მეორე ქალაქში, მომბასაში. მათ პალმის ტოტები ეჭირათ და სკანდირებდნენ: "რუტო უნდა წავიდეს!"
უილიამ რუტოს, რომელიც სერიოზული კრიზისის წინაშე დგას, კრედიტორებმა [როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი] დეფიციტის შემცირების შესახებ მოთხოვნები წაუყენეს. საპროტესტო მოძრაობის წევრებმა, რომელსაც ოფიციალური ლიდერები არ ჰყავს და, რომელიც, ძირითადად, სოციალური მედიის საშუალებით ორგანიზდება, რუტოს მოწოდებები დიალოგის შესახებ არ მიიღო.
18 ივნისს, დემონსტრაციებისა და პოლიციასთან შეტაკების დროს ათობით კენიელი დაიღუპა.
0
0