სამხრეთ კენიაში კაშხლის აფეთქებას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაკარგულია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აფეთქების შედეგად მოვარდნილმა წყალმა სახლები და მანქანები წაიღო. ქვეყანა უკვე რამდენიმე კვირაა, ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას ებრძვის.
„სამაშველო ჯგუფები ტალახსა და ნამსხვრევებში ცდილობენ, მაი მაჰიუს მახლობლად გადარჩენილები იპოვონ“, - უთხრა CNN-ს გუბერნატორმა სუზან კიჰიკამ და გააფრთხილა, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
მისივე ცნობით, დედაქალაქ ნაირობიდან ჩრდილოეთით, 20 მილში მდებარე მაი მაჰიუმდე მიღწევა გაართულა იმ ფაქტმა, რომ გზის ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
კენიის წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მთავრობის სპიკერმა ისააკ მაიგუამ განაცხადა, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მარტიდან მოყოლებული წყალდიდობამ კენიის დიდი ნაწილი დატბორა. შედეგად, მინიმუმ 103 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოსახლე კი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.
0
0
8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
06/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან
06/05/2026