22/11/2021
17:08
მსოფლიო
მისივე თქმით, შეზღუდვები შეეხება ავტობუსებს, ტაქსებს, მატარებლებსა და შიდა ფრენებს, ასევე სამთავრობო შენობებში შეკრებებს, საავადმყოფოებსა და ციხეებში ვიზიტებს.
კაგვეს განცხადება განიხილება, როგორც სადღესასწაულო სეზონის წინ ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერების მცდელობა, რადგან მოგზაურობამ და შეკრებებმა შეიძლება გაზარდოს ადამიანების ვირუსით დაინფიცირების რისკი. მთავრობის გადაწყვეტილებით, დეკემბრის ბოლომდე 10 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას. თუმცა ეს მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 20%-ია, ამიტომ მოსახლეობის უმრავლესობას შესაძლოა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა აეკრძალოს.
ამჟამად, კენიის მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია აცრილი. ოფიციალური მონაცემებით, კენიას მიღებული აქვს ვაქცინის 10.7 მილიონი დოზა, ხოლო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებული პირების რაოდენობა მხოლოდ 6.4 მილიონია. ქვეყანაში, ყოველდღიურად, საშუალოდ 59 ახალი Covid-19-ის შემთხვევა ფიქსირდება.
23 ნოემბრიდან, 15 წელზე უფროსი ასაკის პირებს Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეეძლებათ.
0
0