
რუმინეთის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალდება საპრეზიდენტო კანდიდატს, კელინ ჯორჯესკუს ექვსი სამართალდარღვევის ჩადენისთვის, მათ შორის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც რუმინული მედია იუწყება, გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ პროკურორებმა „აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ერთ-ერთი ფიზიკური პირის წინააღმდეგ“, თუმცა ჯორჯესკუს სახელი არ არის მოხსენიებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯესკუ მომდევნო 60 დღის განმავლობაში სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იქნება.
პროკურორებმა და პოლიციამ დღეს ჩაატარეს დაახლოებით 40 ჩხრეკა რუმინეთის ხუთ ოლქში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ცრუ განცხადებებს.
0
0