
როგორც ელჩი აცხადებს, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტია.
ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, შეხვედრაზე საკანონმდებლო საქმიანობაც განიხილეს, რომელიც ელჩის თქმით, საკმაოდ დატვირთულია.
„მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და გვესაუბრა მის პრიორიტეტებზე და ხედვებზე, სამომავლო საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. ასევე, მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ასევე განგვეხილა პრიორიტეტული საკითხები. როგორც გვითხრეს შეხვედრაზე, დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები მომდევნო საკანონმდებლო სესიებზე იქნება სასამართლო რეფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ასევე, იქნება მუშაობა დემოკრატიის გაძლიერების ისეთ მიმართულებებზე, რომლის შესრულების პირობა საქართველომ ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე დადო. საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება. ასევე, განვიხილეთ უკრაინის საკითხი, დაძაბულობა და უსაფრთხოების კუთხით რუსეთის მიერ რეგიონში შექმნილი ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, რომ ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია მოახდინოს და ასევე ვისაუბრეთ ძალის გამოყენების საფრთხეზე. ცხადია, ეს არის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ყველა ჩვენგანისთვის იმ კუთხით, რომ დავიცვათ ის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპები, რაზეც უკვე 30 წელზე მეტია მშვიდობიანად დგას ევროპის უსაფრთხოება“, – განაცხადა დეგნანმა.
0
0