-share.jpg)
კეკელიძეზე, გამოსახლების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებისა და მორატორიუმის მოთხოვნით, აქციის მონაწილეები აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიკრიბნენ.
აქტივისტებს შორის არიან მოძრაობა „ხმა"- ის წევრები, რომელთა ლიდერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, კაკო ჩიქობავა დაკავებულია. ჩიქობავამ აქციის მიმდინარეობისას აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილი დააზიანა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
უწყებაში შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ შენობიდან მანამ არ გავლენ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტმა შედეგი გამოიღო და დღეს ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება გადაიდო.
„26-ში ახალი გამოსახლებაა დაგეგმილი - ზანდუკელის ქუჩაზე ასახლებენ მრავალსულიან ოჯახს, რომლის წევრებიც არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი.ამ ოჯახს რიკო კრედიტი ართმევს სახლს. რომ შევაჯამოთ, ორი მოთხოვნა გვაქვს: შეჩერდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ დაკავებულები. ბრაზი, რომელიც გვქონდა ამ გამოსახლების ყურებისას, არ შეიძლება იყოს კრიმინალიზებული", - განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.
ცნობისთვის, 23 იანვარს კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
0
0
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
15/03/2025