18/10/2022
13:53
მსოფლიო
ალბათ, ხშირად გვიფიქრია საცობში დგომისას, რამდენად კარგი იქნებოდა გზას კიდევ ერთი ხაზი რომ ჰქონოდა. ერთი შეხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საცობების აღმოსაფხვრელად გზებსა და ავტობანებზე ხაზების დამატება საკმაოდ ლოგიკური გამოსავალია, მაგრამ რეალურად, ასე არ არის. კვლევებმა და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გზების გაფართოვება საცობების პრობლემას ვერ ჭრის. პირიქით, კიდევ უფრო ამძიმებს და მგზავრობის დროს ზრდის.
კეიტის გზატკეცილი.
კეიტის გზატკეცილი მსოფლიოში ყველაზე განიერია. იმის გამო, რომ ჰიუსტონის ირგვლივ მრავალი დასახლება სწრაფად განვითარდა და ქალაქის მიმართულებით მოძრავი მანქანების რაოდენობაც გაიზარდა, სახელმწიფომ გადაწყვიტა განეხორციელებინა, მრავალმილიარდიანი პროექტი და 6 ხაზიანი გზატკეცილი გააფართოვა 26 ხაზამდე. ამის მიუხედავად, 2004 წელს კეიტის გზატკეცილი გახდა მეორე, ყველაზე საცობებით გადატვირთული გზა მთელს ქვეყანაში და სტატისტიკურად, დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გზად მიიჩნევა.
(ფოტოზე გამოსახულია კეიტის გზატკეცილი, აშშ, ჰიუსტონი)
ასევე, მრავალი მაგალითი არსებობს, რომ ტრასების და დიდი ავტობანების დემონტაჟი სამანქანო მოძრაობას უკეთესს ხდის და გადაადგილებას ამარტივებს. 90-იან წლებში ცენტრალურ ბოსტონში გაყვანილი იყო ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი, რომელიც კეიტის ავტობანის მსგავსად ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული გზა იყო. ბოსტონის მერიამ მთელი გზა დაშალა, გააუმჯობესა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გააკეთა პარკი, გააფართოვა საფეხმავლო გზა და დაამატა საველოსიპედო ხაზი. ამან ქალაქის ამ ნაწილში სამანქანო მოძრაობის გადატვირთულობა 62%-ით შეამცირა. კიდევ ბევრი მსგავსი მაგალითი არსებობს იმისა, თუ რამდენად დადებითი შედეგი მოაქვს დიდი გზების შემცირებას და მანქანების ალტერნატივებით ჩანაცვლებას. სწორედ ამიტომ, აშშ-ს მთავრობა ახლო მომავალში აპირებს მრავალ მილიარდიანი პროექტის დაწყებას და კეიტის ავტობანის მსგავსი მაგისტრალების დაშლას.
(სურათზე ნაჩვენებია ბოსტონის ერთ-ერთი უბანი, გზატკეცილის დემონტაჟამდე და დემონტაჟის შემდეგ)
რატომ ვერ ჭრის გზის გაფართოვება საცობების პრობლემას?
გზების გაფართოვება იწვევს ცნობილ ფენომენს- „გამოწვეულ მოთხოვნას“. სადაც ჩნდება მიწოდება, იქ ჩნდებიან კლიენტებიც. რაღაც პერიოდის განმავლობაში გზის გაფართოვება მართლაც ამსუბუქებს სამანქანო მოძრაობას, მაგრამ დროის სვლასთან ერთად, ამ გზის მოხმარებას ისინიც იწყებენ, ვინც აქამდე არ იყენებდნენ და საბოლოოდ, საზოგადოება ისევ საწყის წერტილს უბრუნდება - გზები ისევ გადაჭედილია და ხაზების დამატება ისევ პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად გვეჩენება. სწორედ ამ ლოგიკით შეიქმნა კეიტის 26 ხაზიანი გზატკეცილიც, რამაც ჰიუსტონში სიტუაცია უარეოსისკენ შეცვალა.
საზოგადოებრივი ტრანსპორრტი- პრობლემის მოგვარების გზა
საცობებისა და გზების გადატვირთულობის მოგვარების ერთადერთი გზა არსებობს - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები მინიმალური მანძილის დასაფარადაც კი იძულებულები არიან მანქანით იმგზავრონ და ქალაქი მათ სხვა ალტერნატივას არ აწვდის, ლოგიკურია, ქალაქში უამრავი მანქანა იწყებს საჭიროების გარეშე მოძრაობას. დღესდღეობით, ბერ ქვეყანაში იმდენად განუვითარებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ საზოგადოებას არ წარმოუდგენიამანქანის გარდა სხვა ალტერნატივა.
გამართული მეტროსა და ავტობუსების სისტემა, ბევრს ათქმევინებდა უარს ავტომობილის ყიდვასა და გამოყენებაზე. ეს კი, ავტომატურად შეამსუბუქებდა სამანქანო მოძრაობას და გადატვირთულობას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის ყოველდღიური დისკომფორტია.
https://www.linkedin.com/pulse/does-building-more-roads-reduce-traffic-congestion-james-brownlie
ავტორი : ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0