21/11/2024
11:48
მსოფლიო
„სოთბის“ აუქციონზე 6,2 მილიონ დოლარად გაიყიდა არტისტ მაურიციო კატელანის ინსტალაცია „კომედიანტი“ - ბანანი, რომელიც კედელზე წებოვანი ლენტით არის მიკრული.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში X აქვეყნებს მისი ახალი მფლობელი ჯასტინ სანი, რომელიც კრიპტოვალუტის სფეროში მოღვაწეობს.
„მიხარია გაცნობოთ, რომ მე ვიყიდე ბანანი. ეს არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში. ეს კულტურული ფენომენია, რომელიც აერთიანებს ხელოვნების სამყაროს, მემებისა და კრიპტოვალუტის საზოგადოებებს. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ბანანის ამაყი მფლობელი. უახლოეს დღეებში მე ვაპირებ შევჭამო ბანანი“, - დაწერა სანმა.
ეს არის მაურიციო კატელანის სამხატვრო კონცეფცია. მან წარმატებით გაყიდა თავისი ორი ნამუშევარი სერიიდან „კედელზე მიკრული ბანანი“. მათი ღირებულება 120 ათას დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობდა. მესამე ნამუშევრის გაყიდვაში ხელი ქართველმა მხატვარმა შეუშალა. 2019 წელს დევიდ დათუნამ შეჭამა გასაყიდად გამოტანილი „კედელზე მიკრული ბანანი“. მისი თქმით, ამით მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ასეთი პროექტები საღ აზრსაა მოკლებული და არ შეიძლება ბანანი ასეთ ფასად იყიდებოდეს.
კედელზე მიკრული ბანანი ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ნამუშევრად იქცა. ფაქტმა სერიოზული კამათი გამოიწვია იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ მსგავსი ობიექტები ხელოვნების ნიმუშად იყოს მიჩნეული.
0
0