07/06/2023
08:51
მსოფლიო
კახოვკას მოსახლეობა ტოვებს. კაშხლის აფეთქების შემდეგ, რისკების შემცირების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი და ორგანიზაციის ექსპერტები მიიწვია.
უკვე ცნობილია უსაფრთხოების ექსპერტთა წინასწარი დასკვნები, რომლის მიხედვითაც, აფეთქებას გავლენა ექნება ყირიმის რეგიონზეც, რადგან მათი წყალმომარაგება, ნაწილობრივ ამ ტერიტორიიდან ხდებოდა.
ამასთან, კახოვკის კაშხლის აფეთქება დატბორილ ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებას ერთი თვით შეზღუდავს.
„რუსი ტერორისტების მიერ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე შექმნილი კატასტროფა, ვერ შეაჩერებს უკრაინას და უკრაინელებს - ჩვენ მაინც გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა, ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილი დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს, დარჩნენ ჩვენს მიწაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, 6 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დანაღმული კაშხალი. წყალდიდობის საფრთხის ქვეშ 80-მდე დასახლებაა, ძირითადად ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში.
0
0