29/06/2023
09:37
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოთხშაბათს გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ხერსონში, ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უწყება ამბობს, რომ მხოლოდ შაბათსა და კვირას 60-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.
კაშხლის ჩამონგრევა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინდუსტრიულ და ეკოლოგიურ კატასტროფად შეფასდა ევროპაში ათწლეულების მანძილზე - წყალმა დატბორა სოფლები, სასოფლო-სამეურნეო მიწების, ათიათასობით ადამიანს წაართვა ელექტროენერგია და სუფთა წყალი, გამოიწვია ეკოლოგიური ზიანი.
კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ ნაწილში იყო, შესაბამისად, ტერიტორია დამოუკიდებელი გამომძიებლებისთვის მიუწვდომელია.
უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური 6 ივნისს ააფეთქეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო.
0
0