
ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანოებმა სამხრეთ უკრაინის მიკოლაივის რეგიონის მოსახლეობა გააფრთხილეს, არ გამოიყენონ მდინარის წყალი დასალევად, საცურაოდ და სათევზაოდ, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ის დაბინძურებულია.
ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით, ქოლერის მსგავსი ბაქტერია ვიბრიო, რომელიც მწვავე ნაწლავურ ინფექციებს იწვევს, რამდენიმე მდინარესა და მდინარე დნეპრში კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ აღმოაჩინეს.
მიკოლაივის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის რეგიონალური ცენტრი, ასევე მოსახლეობას მდინარეში ამიაკის მაღალი დონის აღმოჩენის შესახებ აფრთხილებს.
უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირების ცნობით, 6 ივნისს, კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა, 31 დაკარგულად ითვლება, ათასობით კი ევაკუირებულია. უკრაინა და რუსეთი კაშხლის აფეთქებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარე ჰესის აფეთქებას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.
0
0