08/06/2023
17:10
მსოფლიო
ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსი შონ ბელი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების გრძელვადიან სამხედრო შედეგებზე საუბრობს.
„როდესაც დატბორილი ტერიტორია გაშრება, შესაძლოა უკრაინელების კონტრშეტევის დასაწყებად ფრონტი ხაზი შეიქმნას. უკრაინელებს ეცოდინებოდათ, რომ ეს კაშხალი გარკვეულ ეტაპზე აფეთქდებოდა. ჭორები გავრცელდა, რომ ომის დაწყების დროიდან ის დანაღმული იყო.
რუსებმა ხელში ეს „კოზირი“ დაიჭირეს, [მაგრამ] რამდენიმე კვირაში ტერიტორია გაშრება და ამიტომ პოტენციურად ხელახლა შეტევისთვის ფრონტის ხაზი გაიხსნება, რომელსაც უკრაინა ასე ადრე არ ელოდა. ვფიქრობ, უკრაინა კონტრშეტევის მეორე ფაზაშია და ფრონტის ხაზზე რუსეთის ძალას ამოწმებს. მოსალოდნელია, რომ ისინი სასწრაფოდ გადავლენ სასტარტო ხაზზე. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე უკრაინელები რუსულ ლოჯისტიკას ამოწმებდნენ, მეორე ეტაპი კი მთელი ფრონტის შემოწმებას ითვალისწინებს. საუბარია 1200 კმ-იან ფრონტის ხაზზე და, თუ რუსეთი თავის სამხედრო ძალებს თანაბრად გაანაწილებს, ეს არც ისე ძალიან მტკიცე თავდაცვაა. თუმცა რუსეთი სარეზერვო სამხედრო ძალების იმედზეა.
როდესაც უკრაინელები პროგრესს მიაღწევენ, მაშინ ვფიქრობ, რომ მთავარი კონტრშეტევაც დაიწყება. თუმცა მათ დღემდე არ განუხორციელებიათ მტერზე მნიშვნელოვანი დარტყმა, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით," - აღნიშნა შონ ბელიმ.
0
0