08/06/2023
12:07
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციას უკრაინაში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში ადანაშაულებს.
თეთრი სახლის განცხადებით, კახოვკის ჰესი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო.
ამავდროულად, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოები აგრძელებენ კახოვკაია ჰესზე მომხდარის შეფასებას.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ამერიკა ჯერ კიდევ აგროვებს ინფორმაციას მომხდარის შესახებ, თუმცა პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთზეა.
„კაშხალი იყო რუსეთის კონტროლის ქვეშ და მათზეა პასუხისმგებლობა კაშხლის განადგურების, რომელიც ომმა გამოიწვია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ ამ რთულ პერიოდში“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
მან დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციას რომ არ მოეწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, ამიტომ ვითარებაზე პასუხისმგებლობა კრემლს ეკისრება.
0
0