“აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ილაპარაკა ბერძენიშვილმა ერეკლეზე და რას ამბობდა გვარამია ტელევიზიით”, - წერს ოპოზიციონერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, კახეთის რეგიონთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, კახეთი განსაკუთრებით ახლა გამოირჩევა ხელისუფლების მხარდაჭერით. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კახეთი პრორუსული რეგიონია და იქ მაცხოვრებლებისთვის, რუსეთი ღვინის გაყიდვასთან ასოცირდება.
„აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა ილაპარაკა ბერძენშვილმა ერეკლეზე და რას ამბობდა გვარამია ტელევიზიით. ლაპარაკით ბიძინა და მისი მარიონეტები რომ ლაპარაკობენ ღლეობებს, იმისთანა უნდა, მაგრამ ამომრჩეველი მაინც ჰყავთ.
კახეთი ამის გარეშეც ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა მით უმეტეს, რამდენადაც გამოკითხვების მიხედვით ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი. რუსეთი აქ ოკუპაციაზე არანაკლებადაა ასოცირებული ღვინის გაყიდვასთან.
საერთოდ, ოპოზიციური ხმები ძირითადად არის თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, სამეგრელოში, გურიაში და იმერეთში საჩხერის რაიონის გარდა.
დანარჩენ საქართველოში, როგორც წესი, ხელისუფლება იგებს. მთავარია პროპორციები (ანუ ხელისუფლებამ უნდა დაკარგოს ხმები იქ, სადაც ტრადიციულად იგებს და ოპოზიციამ გაზრდილი უპირატესობით უნდა მოიგოს დიდ ქალაქებში), თორემ წალკის, კასპის და შუახევის რაიონებში ოპოზიციას ცხოვრებაში არ მოუგია.“, - წერს ზურაბიშვილი.

0
0