04/08/2023
19:59
პოლიტიკა
„ამჯერად თავს შევიკავებ ოქრიაშვილზე, თუ ვინ არის, რას წარმოადგენს, აღარ გავაგრძელებ საუბარს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის და როგორი ნაძირალაა აღნიშნული პიროვნება - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ „კახა ოქრიაშვილი გახლავთ ნაძირალა ადამიანი, რომელიც მზად არის, იკადროს და გააკეთოს ყველაფერი“.
„ამჯერად თავს შევიკავებ ოქრიაშვილზე, თუ ვინ არის, რას წარმოადგენს, აღარ გავაგრძელებ საუბარს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის და როგორი ნაძირალაა აღნიშნული პიროვნება. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას. ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. გუშინ არდადეგები დამთავრდა. ვიდრე სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია, სასტუმრო", განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ თბილისის მერმა "სტიქიური უბედურების დროს ჰაერში სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი ააფრინა და მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყვანა სტიქიის ზონიდან".
0
0