
„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეღავათი წესდება, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს ბაღში რეგისტრაციის პროცედურებს გაუმარტივებს“, - განაცხადა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ქვეყნის განგრძობადი ოკუპაციის და სამხედრო აგრესიის პირობებში სოლიდარობის მნიშვნელობა ძალიან დიდია.
„ამ პოზიტიური ცვლილების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, აბსოლუტური ერთობა გვაქვს. რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის განგრძობადი ოკუპაციის და უკრაინაში ომის პირობებში სოლიდარობის მნიშვნელობა და საჭიროება კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ, მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება და უკრაინის მოქალაქეებს, ყველაზე მძიმე ცხოვრებისეულ
პერიოდში, მუნიციპალურ სერვისებზე თავისუფალი და უფასო წვდომისთვის ყველანაირი პირობა შევთავაზეთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს სხდომაზე.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025