კახა კუჭავა პრემიერის შესაძლო გადადგომაზე: თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი, პირდაპირ უნდა ჰკითხოთ პრემიერს – მე არ განვიხილები
10/12/2021
11:33
პოლიტიკა
A-
+A
თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი უნდა ჰკითხოთ პირდაპირ პრემიერს, ამაში პარლამენტი არ ერევა. მე არ განვიხილები და არ შეიძლება ამის თქმა, რომ რამეში განვიხილები, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტების შეკითხვას იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ღარიბაშვილის ნაცვლად მისი დანიშვნა.
კახა კუჭავას განმარტებით, ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო 6 თვეა ვრცელდება, თუმცა არასდროს დადასტურებულა.
"ამაზე ინფორმაციას ცდილობთ გაავრცელოთ ბოლო 6 თვეა. ხვდებით, რომ ეს ინფორმაცია არ დასტურდება. არასდროს არ ყოფილა ამაზე საუბარი და არაფერი მსგავსი არ ყოფილა, იანვარში დაგეგმილი მაქვს შემოგთავაზოთ პარლამენტის 2022 ძალიან საინტერესო სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვიმუშავებთ ჩემს გუნდთან ერთად პარლამენტში”, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
0
0
405
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%