
პოლიტიკოსი, ოთო კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ ცილისწამება „მორალური ფსკერია“.
„კალაძის მიმართ ცილისწამება, რომ ოჯახი გამოარიდა და სხვები დასახოცად გაიმეტა, არის მორალური ფსკერი.
ხელისუფლება გავაკრიტიკოთ იმისთვის, რომ არაკომპეტენტურები არიან, რადგან ჰქონდათ სიგნალები, რომ ცუდად იყო საქმე და რეაგირება ვერ შეძლეს.
იმისთვის, რომ კრიტიკულ საათებში ღამით ვერ აწარმოეს სამაშველო სამუშაოები.
და ასე ხელაღებით რაღაც საშინელების დაბრალება როგორ შეიძლება?
< არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. >“, - წერს ოთო კახიძე.
ცნობისთვის, „ქრონიკამ“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ოფიციალურად გამოითხოვა ვიდეო კადრები, საუბარია, სასტუმრო Sunset Shovi-ს კამერების ჩანაწერებზე.
მასალა კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს ტერიტორიის დატოვების პერიოდს ასახავს 3 აგვისტო 14:08 საათზე.
კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილით ტოვებენ.
0
0