17/11/2021
11:38
საზოგადოება
თბილისის მერმა ის ახალი სატრანსპორტო მარშრუტები დაასახელა, რომელიც თბილისის უბნებს დაემატება. „ესაა ის უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. კერძოდ 421-ე, 443-ე, 446-ე მარშრუტები, რომელიც მეტროსადგურ გურამიშვილიდან ზღვის უბანთან დამაკავშირებელი ხაზია. ამოქმედდება სოფელი დიღმიდან საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონებთან დამაკავშირებელი ხაზები, ასევე დიღმიდან სოფელ დიდგორსა და თელოვანთან დამაკავშირებელი მარშრუტები. ახლადრეაბილიტირებულ ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩაზე ინიშნება სამარშრუტო ხაზი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროსადგურ ახმეტელის თეატრთან დააკავშირებს. გარდა ამისა მარშრუტები 454, 494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ 54-ე და 104-ე ხაზებს. ყველა მარშრუტზე იმოძრავებს ახალი ლურჯი მიკროავტობუსი,“- განაცხადა კალაძემ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024