კახა კალაძე: რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?
19/10/2021
20:53
პოლიტიკა
A-
+A
რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას, მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი,”- განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
კალაძის განმარტებით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.
0
0
477
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%