კახა კალაძე ოპოზიციას - როდესაც ასეთი სიცრუეა თქვენი დღის წესრიგი, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ, თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო გაფარჩაკდებით
16/03/2022
11:48
პოლიტიკა
A-
+A
მეტროს ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რამდენიმე ეტაპია და შესაბამისად ჩვენც, მოგვიწია ამ ეტაპების გავლა. არ მოგესმათ ნამდვილად 2020 წლის თებერვალში იყო გამოცხადებული ეს ტენდერი. 2021 წლის ნოემბერში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული, აღნიშნული კომპანია. ამას რატომ ვამბობ. თქვენ იცით, რომ პირდაპირ ომსა სანქციებს უკავშირებდნენ ამ ყველაფერს და რამდენი სიბინძურე და არასწორი განცხადება მოვისმინეთ ე.წ პოლიტიკოსების მხრიდან. ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე და სიყალბეზე. მერე დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუეა მათი დღის წესრიგი, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც რეალური და ნამდვილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანიას, რომელმაც გაიმარჯვა გამოცხადებულ ტენდერში პროდუქცია მიწოდებული აქვს სოფიასთვის, ბუდაპეშტისთვის და ასევე სერბეთისთვის. თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა განცხადებებს, რომ თითქოს აღნიშნული კომპანია დაკავებული იყო იარაღის წარმოებით.
„ამდენი ტყუილის მოგონება, არ ვიცი ეს ყველაფერი რას უკავშირდება. მაგათ ჰგოიათ, რომ ჩვენს წყალს ჩავიგუბებთ, პირში და გვჩუმდებით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას, არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან“, - განაცხადა კალაძემ.
0
0
309
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%