13/11/2023
14:00
მსოფლიო
რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირს ცენტრალური აზიიდან მათი გაძევება სურს. სერგეი ლავროვი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი კავკასიაში საკუთარ გავლენებს არ დათმობს. მისი თქმით, რუსეთს ცენტრალურ აზიაში ადგილი ისტორიულად უკავია.
“ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გამოგვყაროს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. არ გამოვა. ჩვენ აქ ვართ ისტორიულად და არსად გავქრებით. და ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს ძალიან კარგად იციან”, – განაცხადა ლავროვმა დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ დაიბეჭდა.
სტატიაში, სადაც ყაზახეთს [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ] “პუტინის უკანა ეზო” უწოდეს, ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლური სამყაროს ლიდერები “თავს უფლებას აძლევენ” საკმაოდ უტიფარი განცხადებები გააკეთონ.
0
0