02/07/2024
10:47
მსოფლიო
![main-img]( /storage/files/448904206_710689244482178_1838028896876287893_n.jpg )
როგორც CNN -ი წერს, კათოლიკური ეკლესია ვიდეოთამაშების მოყვარულ 15 წლის იტალიელ კარლო აკუტის წმინდანად შერაცხავს.
„რელიგიის ინფლუენსერი“ კარლო აკუტი, რომელიც 2009 წელს ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა, ცნობილი გახდა, ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით, კათოლიკური რწმენის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის.
აკუტი ლონდონში დაიბადა და როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, მას ძალიან უყვარდა ვიდეოთამაშები , როგორიცა სუპერ მარიო და პოკემონი.
მან თავისი კომპიუტერული უნარ-ჩვევები ევქარისტული საიტის შესაქმნელად გამოიყენა და ამგვარად, ციფრულ ეპოქაში, მოახერხა ახალგაზრდებში რელიგიური ცნობადობის ამაღლება. კათოლიკური რწმენის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ეკლესიამ კარლო აკუტი წმინდანად შერაცხა.
წმინდანად შერაცხვის პორცესი როგორც წესი ათწლეულები გრძელდება, თუმცა აკუტის შემთხევვაში, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს. ვატიკანის განცხადებით, რომის პაპმა მხარი დაუჭირა მის კანონიზაციას 2025 წელს კათიოლიკური ეკლესიის საიუბილეო წლის ფარგლებში.
კანონიზაციის ცერემონიალი ვატიკანში წმ. პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანის თანდასწრებით და პაპის მეთაურობით გაიმართება.
0
0