
რუსები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ მე დამეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩამოკიდებით“ მემუქრებოდნენ. მე არა მხოლოდ ფეხი არ მოვიცვალე, არამედ შევძელი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ქართული ჯარის თავგანწირვამ, მოგვიანებით კი ამერიკისა და ევროპის ლიდერების ჩარევამ იმ ეტაპზე ვლადიმერ პუტინს ხელი ააღებინა საქართველოს სრულ ოკუპაციაზე.
„რა უნდა გვახსოვდეს 2008 წლის 7 აგვისტოზე? საქართველოს თავს დაესხა კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული რუსეთი. აგრესიის მიზანი ლავროვმა ჩამოაყალიბა კონდოლიზა რაისთან საუბარში – „საქართველოს სრული განადგურება“. რუსებს პირველი შეეგებნენ ჩვენი საამაყო შეიარაღებული ძალები, მათ შეძლეს ჩვენზე მრავალგზის აღმატებული ძალების პირველი შეტევების მოგერიება. რუსები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ მე დამეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩამოკიდებით“ მემუქრებოდნენ. მე არამხოლოდ ფეხი არ მოვიცვალე, არამედ შევძელი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია. სწორედ ჩვენი ჯარის თავგანწირვამ და ცოტა მოგვიანებით ამერიკის და ევროპის ლიდერების ჩარევამ, მათ შორის ამერიკის მე-6 ფლოტის გემების გამოგზავნამ შეაჩერა რუსეთის ჯარი თბილისის მისადგომებთან და იმ ეტაპზე პუტინს ხელი ააღებინა საქართველოს სრულ ოკუპაციაზე. ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0