
კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯიდ ალ ანსარიმ განაცხადა.
მისი თქმით, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა ვერ დარჩება უპასუხოდ და ფასი უნდა იქნას გადახდილი.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, დოჰას არ აქვს კონტაქტი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან ფოკუსირებულია ქვეყნისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვაზე.
„მოცემული მომენტისთვის, ჩვენ არ გვაქვს კავშირი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, დაკავებულები ვართ ჩვენი ქვეყნის დაცვით“,- განაცხადა პრესსპიკერმა.
მისი ინფორმაციით, მათზე განახორციელეს 100-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა და ასევე თავდასხმა დრონებით, თავდასხმის სამიზნე კი რიგ შემთხვევაში გახდა სამოქალაქო და კომერციული ობიექტები. მისივე თქმით, კატარმა მიიღო დამატებითი ზომები და აქვს მჭიდრო კოორდინაცია როგორც აშშ-სთან, ისე გალფის სახელმწიფოებთან.
0
0
5 მარტს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
02/03/2026