-share.jpg)
კატალონიის ნატურისტ-ნუდისტური ფედერაციის წარმომადგენლებმა კატალონიის მთავრობას ოფიციალური შეხვედრა სთხოვეს, რათა განიხილონ ის "დისკრიმინაცია, რომელსაც ნუდისტები აწყდებიან".
ეს სანაპიროები 50 წელზე მეტია ნუდისტ დამსვენებლების თავშეყრის პოპულარული ადგილია, თუმცა ბოლო პერიოდში აქ საცურაო კოსტიუმებით შემოსილი ადამიანები მომრავლდნენ. აქტივისტები სიგიმონ როვირას ხელმძღვანელობით ადგილობრივი ტრადიციის შესანარჩუნებლად იბრძვიან.
"ადრე ნუდისტურ სანაპიროზე მომსვლელები ან უნდა გაშიშვლებულიყვნენ, ანდაც აქაურობის დაეტოვებინათ. ახლა ისინი საცურაო კოსტიუმებით რჩებიან. რასაც ისინი ვერ აცნობიერებენ არის ის, რომ თუ ბევრნი მათნაირი იქნება, ჩვენ ეს დისკომფორტს შეგვიქმნის. ეს პატივისცემის ნაკლებობაა".- თქვა როვირამ, რომელიც კატალონიის ნატურისტ-ნუდისტთა ფედერაციას ხელმძღვანელობს.
როვირას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ნუდიზმი აკრძალული არაა და, შესაბამისად, ნუდისტებს ნებისმიერ სანაპიროზე წასვლა შეუძლიათ, ისინი მაინც ტრადიციულად ნუდისტურ სანაპიროებზე წასვლას ამჯობინებენ. აქედან გამომდინარე, ისინი სხვა დამსველებლებსაც პატივისცემისკენ მოუწოდებენ.
აქტივისტები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს გეგმავენ, რომელიც ნატურიზმისადმი პატივისცემასა და ტრადიციის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
0
0