"კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს“ - გვარამიას მილოცვა
A-
+A
-share.jpg)
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საზოგადოებას ახალი წლის დადგომას საკნიდან ულოცავს.
„მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ სიმბოლოებს მაინც გამოვიყენებ.
ჩინური კალენდრით 2023 წელი კატა-კურდღლის წელი ყოფილა. ეს მითიური ცხოველია, რეალობაში კი ან კატაა, ან კურდღელი. ერთად არ გამოდის.
ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს - ბოლოს და ბოლოს, კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს. კურდღლობას არ ვუსურვებ - თავზე ხელს კი გადაუსვამენ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ ჭამისთვის დაბადებულს, ბოლოს (მოკლე ვადაში) აუცილებლად დაკლავენ და შეჭამენ.
აქვე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას.
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან“,- წერს ნიკა გვარამია.
0
0
334
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%