14/01/2023
14:40
სოც-ქსელები
ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი, მარინა ბერიძე მომღერალ სოფო ბათილაშვილის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ის „კაშკაშა ვარსკვლავია“.
როგორც ცნობილია, სოფო ბათილაშვილმა 12 იანვარს, საქართველოს პირველი არხის ეთერში „ვოისის“ პირველ ლაივში Stairway to heaven შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ, მაყურებლისგან ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, მისმა მენტორმა, სოფო ტოროშელიძემ კი გუნდიდან სხვა წევრი, ლიკა სირაძე გადაარჩინა. სოფო ბათილაშვილი „ვოისს“ გამოეთიშა.
„არასდროს არ მეშლება!! ის კაშკაშა ვარსკვლავია! სოფო, მიყვარხარ“, – წერს მარინა ბერიძე და პოსტს ურთავს Youtube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან „ვოისის“ საუკეთესო შემსრულებლები გამოავლინეს, მათ შორის საქართველოდან სოფო ბათილაშვილის სიმღერა მოხვდა.
0
0