
"კაშიასთან ერთად კიდევ ერთ კაცს უნდა მივულოცოთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა!
ყველას გვახსოვს, რომ მაქსიმუმი ჩადო ჩვენი ნაკრების წარმატებისთვის და წასვლის შემდეგაც არაერთხელ გამოხატა საქართველოს მიმართ სიყვარული. გამოხატა არა მარტო სიტყვებით, არამედ საქციელითაც." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Facebook გვერდი “პანენკა • Panenka” წერს:
"კაშიასთან ერთად კიდევ ერთ კაცს უნდა მივულოცოთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა!
ყველას გვახსოვს, რომ მაქსიმუმი ჩადო ჩვენი ნაკრების წარმატებისთვის და წასვლის შემდეგაც არაერთხელ გამოხატა საქართველოს მიმართ სიყვარული. გამოხატა არა მარტო სიტყვებით, არამედ საქციელითაც.
ჩაკვე წაიყვანა ურთულეს დროს თავისთან და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ კარიერულ ქამბექში, რაც ახლა გიოს აქვს.
გამონაკლისი დაუშვა და ნაკრების უმნიშვნელოვანეს თამაშამდე 1 კვირით ადრე გაათავისუფლა სლოვანიდან კაშია და კანკავა, რომ დაღლილობასა და ტრავმებისთვის თავი აერიდებინათ.
“დღეს მეც ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც ყველა ქართველი და მიხარია, რომ სანიოლმა მოახერხა ის, რაც მე ვერ შევძელი.” - თქვა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ.
გილოცავთ ვლადიმირ ვაის! ❤️"
0
0