12/12/2021
21:12
პოლიტიკა
„მისი ჩამოსვლისა და დაკავებისთანავე ევროკავშირის ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა; ეს უფლებები მოიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ღირსების დაცვას, სათანადო სამედიცინო მომსახურებას და, ამავე დროს, სათანადო სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას. უნდა ავღნიშნო, რომ ამ ბოლო კვირების განმავლობაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი სამედიცინო საბჭოს მუშაობამ, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან კარგი შეფასებები და რჩევები ჰქონდა. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი, რომლებმაც თავიანთი მანდატების ფარგლებში ამ პროცესის მართვაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტების არსებობა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
0
0