
BBC-ის საგამოძიებო აუდიო რეპორტაჟზე, სადაც საუბარია მილიარდიან თაღლითობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რომლის მთავარ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ სიუჟეტით საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, ვინ რა მეთოდით და საშუალებით აფინანსებს მედიას, არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკურ პარტიათა დიდ ნაწილს საქართველოში.
"კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ხილული გახდა ის, თუ ვინ, რა მეთოდებით და რა საშუალებებით აფინანსებს მედიას, არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკურ პარტიათა დიდ ნაწილს საქართველოში. იყო სქემა აწყობილი, გამართული, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, რომელიც მიმართული იყო იქით, რომ ეძარცვა ევროპელი პენსიონერები სხვადასხვა ქვეყნებში, შვედეთში, გერმანიაში და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში. ამ მექანიზმების გამოყენებით, მან, მისმა ამფსონებმა, სხვა კრიმინალებმა, მაღალი დონის კრიმინალებმა იშოვეს ათობით და ასობით მილიონი ევრო, დოლარი თუ ფუნტი. ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, ვინ გამოვა და ვინ იტყვის მისი ხელიდან დაპურებული, რომ ეს ყველაფერი არის ამაზრზენი," - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.
0
0