კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ვეთანხმები მას - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
21/12/2024
22:37
პოლიტიკა
A-
+A
ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც უილსონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება იმაში, რომ „საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია“.
„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. პოლიტიკური კრიზისის ამ მომენტში ის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. ვეთანხმები მას - საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს“, - წერს უილსონი.
0
0
72
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%