
ობერნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღის განმავლობაში ბედნიერების გრძნობა, შესაძლოა, მოუსვენარი ძილის მიზეზი გახდეს. შესაბამისი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Child Development.
კვლევაში, დაახლოებით, 17 წლის 323 მოზარდი მონაწილეობდა.
კვლევის დროს მეცნიერებმა შეაგროვეს მონაცემები მოზარდების ძილის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. სმარტ საათების გამოყენებით, რომლებიც კიდურების მოძრაობას აფიქსირებდნენ. ასევე, ყოველ დილით, მოზარდები აფასებდნენ ძილის ხარისხს, ხოლო ყოველ საღამოს - დღის განმავლობაში მათ განწყობას.
შედეგებმა აჩვენა, რომ ბედნიერების გრძნობა დაკავშირებულია მოუსვენარ ძილთან. ნეგატიური განწყობა დაკავშირებული იყო ძილში გატარებულ მეტ დროსთან და უფრო მშვიდ ძილთან. თუმცა, მონაწილეთა სუბიექტურმა შეფასებამ აჩვენა, რომ კარგ განწყობას თან ახლდა ძილის მაღალი ხარისხი, ნეგატიურს კი - ცუდი ხარისხი.
0
0