20/11/2024
12:49
სპორტი
ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა საქართველოსთან მოგებული შეხვედრა შეაფასა, რომლის შედეგადაც მისმა გუნდმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში გაიმარჯვა და A დივიზიონში გადავიდა.
„ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ბიჭები ერთმანეთს აზღვევდნენ და ბევრს შრომობდნენ. ამან შედეგი გამოიღო და ასეც უნდა გავაგრძელოთ. შემდეგი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, რაც ჩვენი მთავარი მიზანია.
ერთა ლიგა ცუდად დავიწყეთ და საქართველოსთან პირველი მატჩის შემდეგ ყველა მაკრიტიკებდა. ცხადია, წაგებისთვის არავინ შეგვაქებდა. ეს ფეხბურთია, კრიტიკა უნდა გადაყლაპო და ვითარება გამოასწორო.
ერთა ლიგის ელიტარული დივიზიონი არის ის ზღვარი, რისი მიღწევაც გვინდოდა. პირველი მიზანი იყო ერთა ლიგის B ჯგუფის მოგება, ჩვენ ამას მივაღწიეთ.
ტომას სოუჩეკის არყოფნა დიდი დანაკლისია. ჩეხეთში ასეთი ფეხბურთელი არ არის, თუმცა ალექს კრალმა ის ძალიან კარგად შეცვალა“, – განაცხადა ჰაშეკმა.
0
0