
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ თელავში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე დააკავეს, იზოლატორიდან მიმართვას ავრცელებს.
„ყველა პოლიციელი, ვინც იცავდა ჯალათი ლავროვის შვილის ცეკვის კომფორტს არის მოღალატე. ყველა პოლიციელი, ვინც ძალადობდა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებთან, არის მოძალადე და არღვევს კონსტიტუციას. ყველა პოლიციელი, ვინც ადვოკატს არ უშვებს დაკავებულებთან არღვევს კონსტიტუციას. სწორედ ამიტომ შევეწინააღმდეგე მათ. ასე იქნება ყოველთვის, როცა აქტივისტებზე იძალადებენ. მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა“, - ნათქვამია ელენე ხოშტარიას გზავნილში, რომელიც მისი პარტიის გვერდზე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.
0
0