“კარგად რაღაცის კეთება აღმაგზნებს ზოგადად - გიგაც მაშინ მომეწონა, როცა მისი კამათი ვნახე, იქამდე ვიღაც რიგითი მთირავი მეგონა." - ამის შესახებ, პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ვიღაც კაცები სულ მომწონს.
ვიღაც იმიტომ, რომ კარგად კამათობს.
ვიღაც იმიტომ, რომ კარგად თამაშობს.
ვიღაც იმიტომ, რომ კარგად ცეკვავს.
ვიღაც კარგად ხატავს, მღერის ...
როგორც სიმღერაშია "ეს ბიჭი კარგად თამაშობს, ფეხის წვერებზე დგება... "
კარგად რაღაცის კეთება აღმაგზნებს ზოგადად - გიგაც მაშინ მომეწონა, როცა მისი კამათი ვნახე, იქამდე ვიღაც რიგითი მთირავი მეგონა.
ოღონდ, სრულიად მიქრება აღგზნება, თუ ეს ადამიანი არასწორ სამოქალაქო პოზიციას იჭერს - მერე უკვე აღარც მისი თამაში მაინტერესებს, აღარც ცეკვა, აღარც კამათი.
ამიტომ, ჩემი ფავორიტი ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშიაა!" - წერს ჩერგოლეიშვილი
0
0