27/04/2022
15:40
პოლიტიკა
მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა კომენტარი უნდა გააკეთოს რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებსა და ჩანაწერებზე სპეკულირება და მით უმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია აღბეჭდილი. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ჩანაწერების გავრცელების მიზანი საქართველოში ომის დაწყებაა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამავრცელებლების ამოცანა იყო და ჯერ კიდევ არის საქართველოში ომის დაწყება. არიან რა გამწარებული და სასოწარკვეთილები, ცდილობენ მსგავსი სიყალბით საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე მეტს არაფერს ვიტყვი. ეს ჩანაწერი არაფრისმთქმელია. საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე არ გავაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0