
“კარგა ხანია კეზერაშვილი ცდილობს რამდენიმე “აქეთა ფლანგის“ ტელევიზიის ყიდვას, მათ გადადნობას და იქიდან ერთი ცალი ტვ–ს გაკეთებას”, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი წერს.
“არაინფორმირებული მსჯელობები არის ძალიან ცუდი და სულ სხვა მიმართულებით მიყავს ანალიზი. ფართო საზოგადოებისთვის სამწუხაროდ უცნობია პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ბოლო თვეების განმავლობაში. საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ კარგა ხანია კეზერაშვილი ცდილობს რამდენიმე “აქეთა ფლანგის“ ტელევიზიის ყიდვას, მათ გადადნობას და იქიდან ერთი ცალი ტვ–ს გაკეთებას. რატომ, რისთვის, ვის ინტერესებშია ეს, ან ვისი დავალებით ხდება, ეგ შეგიძლიათ ყველამ თქვენებურად დაასკვნათ, ოღონდ ეს რეალობა გაითვალისწინეთ და ისე ააგეთ მრავალსართულიანი მსჯელობები. ინფანტილური ტიტინი ცოტა მძიმე საყურებელია,” დაწერა ჯანგირაშვილმა.
0
0