საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. იუნიორებში, 68 კგ წონით კატეგორიაში, კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ უტა ფონიავამ მოიპოვა.
ქართველმა კარატისტმა ოქროს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუსტაფა ოგრაგლისთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
დღეს შეჯიბრებაზე ტიტულის დაცვას ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი იკა სულამანიძე შეეცდება. ქართველი სპორტსმენი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს უკვე ორი ოქრო აქვს მოპოვებული.
სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.
0
0
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
27/06/2025