
სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული კარალეთელი ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრში იგეგმება.
ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=439990&lang=ge
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში დასრულდება.
0
0