01/09/2023
22:43
მსოფლიო
კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სასამართლომ ულტრამემარჯვენე დაჯგუფება Proud Boy-ს წევრსა და ყოფილ საზღვაო ქვეითს, დომინიკ პეცოლას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2021 წლის 6 იანვრის მოვლენების დროს დომინიკ პეცოლა პოლიციის ოფიცრებს დაუპირისპირდა.
ის პოლიციელებზე თავდასხმისა და ოფიციალური პროცედურისთვის ხელის შეშლის ბრალდებით გაასამართლეს.
დომინიკ პეცოლასთან ერთად კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დაჯგუფება Proud Boy-ს სხვა წევრებიც გასამართლდნენ. მათგან ორს 17 და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 950 ადამიანს წაუყენეს.
0
0