კანონს როდესაც არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება - კახა კალაძე
A-
+A
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.
მისივე განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა კანონდარმღვევი პოლიტიკოსი იქნება თუ არა, ყველა თანაბრად აგებს პასუხს.
„რასაც ვხედავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარი. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.
0
0
72
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%