25/08/2023
22:36
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა მიმდინარე წლის 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე გახანგრძლივდება, მანამდე კი, ყველა ბენეფიციარი ავტომატურად დარჩება დაბალრისკიან პორტფელში.
„მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ, დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ, სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული. კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა კიდევ გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიანში“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.
0
0