"კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ... ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან" - შარლ მიშელი
16/04/2024
20:29
პოლიტიკა
A-
+A
"კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ... ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში X-ზე წერს.
"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და მის გაწევრიანების ტრაექტორიას. ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და არ დააახლოებს მასთან", - წერს მიშელი.
0
0
155
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%