
7 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ხოლო რეზონანსული კანონპროექტი, აუცილებლად უკან უნდა იქნეს გაწვეული.
განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გამჭვირვალობის შეასხებ კანონპროექტი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და მისი "შელამაზებულ" ვერსიას ოპოზიციური პარტიები არ მიიღებენ:
"ქართული ოცნების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულიაარა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები.
პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია,საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ, ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული.
საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვაგრძელებთ ერთიან წინააღმდეგობას რუსული კანონისა და რუსული რეჟიმის მიმართ". - წერია განცხადებაში
განცხადებას ხელს აწერენ:
ახალი • Ahali
Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება
Droa • დროა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement
ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia
რესპუბლიკური პარტია Republican Party
სტრატეგია აღმაშენებელი • Strategy Aghmashenebeli
0
0