
„გამჭვირვალობის შესხებ კანონი“ სრულად არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და არასამთავრობოებს შეუძლიათ საჩივრით მიმართონ, სადაც ნებავთ.“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი რადიო „სივრცის“ ეთერში, არამთავრობოების მიერ სარჩელით საკონსტიუციო სამართლოსთვის მიმართვას.
მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის სამართლებრივი წიაღიდან გამომდინარე ნორმებს შეიცავს, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და აძლიერებს გამჭვირვალობას.
„ჩვენ გვაქვს მყარი, სამართლებრივად ჩამოყალიბებული პოზიცია. კანონი არა თუ ანტიკონსტიტუციურია, არამედ კონსტიტუციის სამართლებრივი წიაღიდან გამომდინარე ნორმებს შეიცავს, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და აძლიერებს გამჭვირვალობას. როგორც იურისტი ვამბობ, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება ფაბულად დაუდოს საკონსტუტუციო სასამართლომ და გააუქმოს კანონი.„- განაცხადა მათიკაშვილმა.
რაც შეეხება არასამთვრობოების განცხადებას, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს - დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონებისგან გასნხვავებით, ქართული კანონი ბევრად რბილია და არ არის ორიენტირებული ინკვიზიციაზე. ის არ გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობას.
„ ქართული კანონი ბევრად რბილია და არ არის ორიენტირებული ინკვიზიციაზე. მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს და ერთადერთი ვალდებულება არის საჯარო რეესტრში მოახდინონ თანხის დეკლარირება. გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ხდება ქონებრივი ზღვევინება, როგორც სხვა შემთხვევაში. აქ საუბარია ჯარიმაზე და არავინ აუქმებს მათ რეგისტრაციას. ამას, კანონი არ ითვალისწინებს. მუდმივად ხდება ტყუილის ტირაჟირება, როგორმე საზოგადოება ააღელვონ, რომ ეს კანონი, ვინმეს რამეს უზღუდავს, რაც მტკნარი სიცრუეა.“- განაცხადა მათიკაშვილმა რადიო სივრცის „ეთერში“
0
0